ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ მახარაშვილმა დებატების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ 5 წარმატებულ მოსწავლეს გამარჯვება მიულოცეს და სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.

თამარ მახარაშვილმა საერთაშორისო ტურნირისთვის კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფის გამო ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და გამარჯვებულებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სკოლის მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო დებატების სწავლება და შესაბამისი ტურნირების ჩატარება სრულფასოვანი და თავისუფალი მოქალაქის ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობისთვის შესარჩევ კონკურსში საქართველოში არსებული დებატების კლუბების 500-ზე მეტმა წევრმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 5 საუკეთესო შეირჩა. საერთაშორისო ტურნირი  ონლაინ ფორმატში ჩატარდა და მასში 40 ქვეყნის 600-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, მათ შორის, ადგილობრივ ტურნირში გამარჯვებული საქართველოს სკოლების მოსწავლეები.

შეგახსენებთ, რომ პროექტი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე