ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ხელშეწყობის მიზნით გზამკვლევი შემუშავდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გზამკვლევის „აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ხელშეწყობა“ – პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და  ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების მხარდამჭერ ღონისძიებებზე ისაუბრა. როგორც მან აღინიშნა, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს განათლების ხელმისაწვდომობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, მათ შორის, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებისათვის. ამ მიმართულებით სამინისტრო აგრძელებს მუშაობას  და განათლების ყველა საფეხურზე თითოეული მოზარდისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით სხვადასხვა მხარდამჭერ პროგრამებს ახორციელებს.

შეხვედრაზე ვალერიან გობრონიძემ გზამკვლევის შემუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გზამკვლევი წარმოადგენს ერთ-ერთ ღირებულ რესურსს საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელშიც აქცენტირებულია სწორად დაგეგმილი ტრანზიციის პროცესის მნიშვნელობა და ამ პროცესის წარმართვაში ჩართული მხარეების როლი.

პრეზენტაციის მონაწილეებმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პროფესიულ განათლებაში წარმატებული ტრანზიციისათვის ზოგადი და პროფესიული განათლების დაწესებულებების კოორდინირებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებმა და აუტიზმის მქონე პირების განვითარებისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ გზამკვლევი სამინისტროს ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციის – „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ მიერ შეიქმნა და მისი მიზანია აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ხელშეწყობა. დოკუმენტში აღწერილია აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირების ზოგადი განათლების საფეხურიდან პროფესიულ განათლებაში წარმატებით გადასვლის (ტრანზიციის) მხარდამჭერი მექანიზმები და ამ ორ საფეხურს შორის თანამშრომლობის პრინციპები.

გზამკვლევი მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურზე მომუშავე ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის.

გზამკვლევის – „აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ხელშეწყობა“ ნახვა შესაძლებელია ბმულზე: http://inclusion.ge/res/docs/2022031015355081607.pdf

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე