ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. დოკუმენტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობა, მოსწავლეებში გენდერული სტერეოტიპების დაძლევა, გენდერული მგრძნობელობის გაზრდა მასწავლებლებსა და მოსწავლეებში, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ოჯახში ძალადობის შემთხვევების შეტყობინების გაუმჯობესება, სისტემატიზაცია და მონიტორინგი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის  გათვალისწინებულია გენდერული მეინსტრიმინგის პლატფორმის შექმნაც. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)  კუთხით სკოლების მხრიდან ვალდებულების ეფექტიან შესრულებას.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დირექტორებისთვის, მასწავლებლებისა და  სკოლის მანდატურებისთვის უკვე შემუშავდა სატრენინგო მოდული „გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“. აღნიშნული მოდულის ფარგლებში ტრენინგი უკვე ჩატარდა იმ მასწავლებლებისა და მანდატურებისთვის, რომლებიც სამომავლოდ კოლეგებს ამავე მიმართულებით გადაამზადებენ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასა (UN Women) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე