ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი გამოცხადდა

საქართველოში რიგით მეხუთე „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი ჩატარდება. 2022 წლის კონკურსის გამოცხადების ღონისძიება კოლეჯ „მოდუსში“ გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ მიიღო.

მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსის ორგანიზატორებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ვალერიან გობრონიძემ პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით დაჯილდოების ტრადიციის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

კონკურსის გამოცხადების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა კოლეჯ „მოდუსის“ ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, სადაც სტუმრები სასწავლო პროცესს გაეცნენ და სტუდენტებსაც შეხვდნენ. 

ღონისძიებაში მონაწილეობა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა, პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურ კონკურსი, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, ათასწლეულის ფონდის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერები არიან: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, საქართველოს პარლამენტი და პროფესიული უნარების სააგენტო.

კონკურსი წარმოაჩენს კონკრეტულ დარგში მონაწილე წარმატებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის, საუკეთესო სტუდენტს, მასწავლებელს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ბიზნეს პარტნიორს. მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებით ჯილდოვდებიან და მათ შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სასწავლო ტურებში, სადაც პროფესიული განათლების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკებს ეცნობიან.

წელს გამარჯვებულები ხუთ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდებიან, ასევე, ორი სპეციალური ჯილდო გაიცემა საქართველოს პარლამენტისა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. ეს კატეგორიებია:

  • წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
  • წლის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა
  • წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი
  • წლის პროფესიული განათლების სტუდენტი
  • წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი
  • საქართველოს პარლამენტის სპეციალური ჯილდო – ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა
  • პროფესიული უნარების სააგენტოს სპეციალური ჯილდო

კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდი. 2022 წლის კონკურსის პარტნიორები არიან საქართველოს პარლამენტი და პროფესიული უნარების სააგენტო.

პროფესიული განათლების 2022 წლის ეროვნული ჯილდოს ფარგლებში საკონკურსო განაცხადების წარდგენა 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით ათასწლეულის ფონდის ვებგვერდზეა შესაძლებელი: http://www.millennium.org.ge/.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე