ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გრუშევსკის სახელობის სკოლაში უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ღასან ხალილს გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უმასპინძლა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა.

მიხეილ ჩხენკელი და ღასან ხალილი უკრაინულენოვან სექტორზე მიმდინარე სასწავლო პროცესს პირადად გაეცნენ და მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდნენ. მინისტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების შესახებ.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტროს გუნდმა დაუღალავი შრომის შედეგად, უპრეცედენტოდ მცირე დროში, ზუსტად 2 კვირაში თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში დააფუძნა უკრაინულენოვანი სექტორი, სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა იმავე კურიკულუმის მიხედვით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა,  უკრაინელი მოსწავლეები ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩემი საქართველო"  შეისწავლიან.

მინისტრის თქმით, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკრაინულენოვანი სექტორისთვის შეარჩია კვალიფიციური პედაგოგები, რომელთა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. უკრაინულენოვან სექტორზე ამ დროისათვის 130 უკრაინელი მოსწავლე სწავლობს.

მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან და ამ დროისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 430 მოსწავლე იღებს ზოგად განათლებას.

თავის მხრივ, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა ღასან ხალილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და პირადად მინისტრ მიხეილ ჩხენკელს უკრაინელი ბავშვების მხარდაჭერისა და საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორის დაფუძნებისთვის.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე