ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2026 წლის ბოლოსთვის ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, 2022-2026 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. ყველა რეაბილიტირებული და ახლად აშენებული სკოლა აღიჭურვება საჭირო რესურსით და თანამედროვე ინვენტარით, ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. კეთილმოეწყობა კლას-კაბინეტები, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები, ექიმის კაბინეტები, სპორტული მოედნები და ეზოები.

თბილისსა და რეგიონებში აშენდება 80 ახალი სკოლა, სრულად რეაბილიტირდება 220 სკოლა, ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 500 სკოლას. პროექტის ბიუჯეტი, რომელიც საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას და გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, 1 მილიარდი ლარია.  პროექტით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე