ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კახა ერაძე: მსოფლიოს მასშტაბით ექსპერტები უნდა შეთანხმდნენ მეთოდოლოგიაზე, რათა სწორად გაიზომოს პანდემიით გამოწვეული დანაკარგები

USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში სახელწოდებით „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძემ. როგორც მან საუბრისას განაცხადა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმებული მეთოდოლოგია, რომელიც სწორად გაზომავს პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს.

კახაბერ ერაძე: „დღეს და მომდევნო 2 დღის განმავლობაში საქართველოში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასწავლო დანაკარგების აღმოფხვრას. დღევანდელი დღის შედეგებით ნათლად ჩანს, რომ გვაქვს ორი ტიპის გამოწვევა. პირველი - მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმებული მეთოდოლოგია, რომელიც სწორად გაზომავს პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს. ის ციფრები, რაზეც საუბარია, მხოლოდ მოსაზრებები და მოსალოდნელი ვარაუდებია, რომლებიც ჯერ ფაქტობრივად დადასტურებული არ არის. სასწავლო დანაკარგების გაზომვა მოხდება მხოლოდ მეთოდოლოგიაზე შეთანხმების შემდეგ.

რაც შეეხება მეორე გამოწვევას - უნდა განისაზღვროს ის ეფექტიანი მიდგომები, რომელთა განათლების სისტემაში დანერგვის შედეგად მოხდება უკვე იდენტიფიცირებული დანაკარგების აღმოფხვრა. სწორედ ამ გზით გაუმკლავდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით განათლების სისტემა წარმოშობილ დანაკარგებს.

სწორედ ამ საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტები დღეს ქართველ ექსპერტებთან ერთად მსჯელობენ და გვაქვს მოლოდინი, რომ კონფერენციის დასასრულს გვექნება ერთიანი წინასწარი ხედვა იმ ეფექტიან მიდგომებთან მიმართებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მსგავსად,  ქართულ საგანმანათლებლო სისტემას დანაკარგებთან გამკლავებაში დაეხმარება, ეროვნული კონტექსტის გათვალისწინებით.“

კონფერენცია სახელწოდებით „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“ თბილისში 3-5 მაისს ტარდება. საერთაშორისო კონფერენციის მთავარი მიზანია პანდემიის შემდგომ პერიოდში სასწავლო პროცესის დანაკარგების დადგენა და მათ შემსუბუქებაზე ზრუნვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე