ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალგაზრდა მეცნიერი - ნათია შენგელია

ქიმიის აკადემიური დოქტორი ნათია შენგელია 2021 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. ახალგაზრდა მეცნიერის პროექტი ეძღვნება ნარჩენი (მეორადი) პოლიეთილენისა და საქართველოში გავრცელებული მინერალების საფუძველზე ახალი პოლიმერული კომპოზიტების მიღებას.

„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტი“ დიდი მოტივაცია და გამოწვევაა ჩემთვის, მეტი წარმატებით განვაგრძო სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობა. მასალების მიღების ეკოლოგიურობისა და დაბალი თვითღირებულების ძიება ის საკითხებია, რომლებიც ჩვენს პროექტში წინა პლანზეა წამოწეული. ჩვენი კვლევის ძირითადი მიზანი და დაინტერესება იმაში მდგომარეობს, რომ მივიღოთ პოლიეთილენის ნარჩენებისა და საქართველოში გავრცელებული მინერალების ბაზაზე ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი საექსპლუატაციო თვისებების მქონე პოლიმერული კომპოზიტები,’’ – აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერი.

პროექტის ფარგლებში პოლიმერული ნარჩენებისა და მოდიფიცირებული მინერალების ბაზაზე შემუშავდება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, პოლიმერული პროდუქტები და მათ საფუძველზე შეიქმნება სხვადასხვა დანიშნულების ნაკეთობები, მათ შორის, შიდა ინტერიერის მოსაპირკეთებელი ფილები, მცირე სიმძლავრის ელექტროგამათბობლები, ელექტროგამტარი მილები და ა.შ. საბოლოო ჯამში კი, მსგავსი მასალით დამზადებული პროდუქტები   საბაზრო ღირებულებით გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება, ვიდრე მისი ბაზარზე დღეს არსებული ანალოგები.

„აღნიშნული პროექტის შესრულება სარგებელს მოუტანს როგორც ქვეყანას, ასევე დადებითად აისახება სოციალურ სფეროსა და ბიოქიმიის დარგის განვითარებაზე. ამ რეალობას ჩვენ ვხედავთ ფუნქციური ნაკეთობების  მიღებაში, საქართველოში გავრცელებული ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა ისეთი მინერალების გამოყენებით, როგორებიცაა: ბაზალტი, ანდეზიტი, პერლიტი და სხვა,“ – აცხადებს ნათია შენგელია.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე