ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი გზავნილია #ევროპისკენ – რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ურყევ არჩევანს, დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში – ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებითა და ჩვენი დამოუკიდებლობით.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე წარმოადგინა სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა.

რაბათის ციხის ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს ადგილზე, საინფორმაციო და საგამოფენო სივრცეებთან ერთად, დახვდათ შემეცნებითი ზონა – „მუზუემი“, თემატური ინსტალაციები, „ანბანის სივრცე“, საბავშვო გასართობი აქტივობები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გამოფენა და სხვა. დღის ბოლოს გაიმართა დასკვნითი კონცერტი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რაბათის ციხის მიმდებარედ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმოადგინა შემეცნებით-საგანამანათლებლო პროგრამა, მათ შორის გაიმართა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ბერტა ფონ ზუტნერის წიგნის „წერილები საქართველოდან“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია, მოეწყო არქეოლოგიური გათხრების იმიტირებული სივრცე, საგამოფენო სივრცეში განთავსდა ტელესკოპი და ინსტრუქტორის დახმარებით დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, გაეგოთ მეტი ტელესკოპის მოხმარებისა და მუშაობის შესახებ.

საქართველოს მასშტაბით მოქმედმა პროფესიულმა კოლეჯებმა – „ოპიზარი“, „იკაროსი“, „განთიადი“, „ბლექსი“, „ახალი ტალღა“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი", „ლაკადა", „მერმისი", „აისი“,  „მოდუსი“ და „ფაზისი“ – წარმოადგინეს სტუდენტების ნამუშევრები და გამართეს პროგრამების პრეზენტაციები და მასტერკლასები. ნებისმიერ მსურველს მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი ძალები მოესინჯა ისეთ პროფესიებში როგორიცაა კულინარია, ხის მხატვრული დამუშავება, სტილისტი, მკერავი, ბარმენი, მემინანქრე, თექის ოსტატი, პროგრამისტი, მეფილე, დურგალი და სხვა. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე