ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაარსების დღეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაარსების დღეს ულოცავს.

მიხეილ ჩხენკელი: „30 ივნისი ქართული მეცნიერების ისტორიაში უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღია – ზუსტად 64 წლის წინ ამ დღეს, პროფესორ ილია აბულაძის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე შეიქმნა მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში მყოფი სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელიც 2015 წლიდან კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სახელით აგრძელებს საქმიანობას.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მართლაც არის ჩვენი ერის იდენტობის მაჩვენებელი, რომელსაც განსაკუთრებული მხარდაჭერა და ზრუნვა სჭირდება. ის წარმოადგენს უძველესი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვან საცავს საქართველოში, რომელიც მსურველებს დღესაც აძლევს შესაძლებლობას, იხილონ უნიკალურ დარბაზებში თავმოყრილი გამოჩენილი ქართველი მეცნიერების, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ნაშრომები, მათი პირადი ნივთები და ბიბლიოთეკები.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ყოველთვის ექნება სამინისტროს მხრიდან სრული მხარდაჭერა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ საქართველოს ეროვნულ საგანძურს – ჩვენს დიდებულ ხელნაწერებს.

გულითადად ვულოცავ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, მის თითოეულ თანამშრომელსა და მთელ საზოგადოებას ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს. მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო  ცენტრში დასაქმებული ადამიანების მიმართ, რომლებიც დღემდე ერთგულად ემსახურებიან მართლაც ეროვნული მნიშვნელობის, საშვილიშვილო საქმეს!“

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე