ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს შორის ახალი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) შორის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და  AUF-ის რექტორმა სლიმ ხალბუზმა მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების ფარგლებში განისაზღვრა მხარეებს შორის თანამშრომლობის პოლიტიკა, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებას და სამეცნიერო კვლევების გაძლიერებას.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსა (AUF) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა, ასევე AUF-თან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაყოფიერი მუშაობის შედეგები.

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, ხარისხიანი განათლებისა და კვლევის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი თქმით, აღნიშნული ჩარჩო ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის აკადემიური ინსტიტუტების აქტიურ თანამშრომლობასა და ფრანგულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

საქართველოს უნივერსიტეტების AUF-თან წარმატებული თანამშრომლობის გათვალისწინებით, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის კონსოლიდაციის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) რეგიონულმა დირექტორმა მუჰამედ კეტატამ და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს  წარმომადგენელმა საქართველოში (AUF Géorgie) თამარ ღარიბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს, გაიმართა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ეროვნული ოფისის AUF -საქართველო და დასაქმების ფრანკოფონული ცენტრის - (CEF) ის ინაუგურაცია.

AUF-ი წარმოადგენს მსოფლიოში უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასოციაციას, რომელიც 1000 უნივერსიტეტს, უმაღლეს სკოლას, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევით ცენტრს აერთიანებს.

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოში ამჟამად საქართველოს ექვსი უნივერსიტეტია გაწევრიანებული: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე