ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველო და კორეა ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს განახორციელებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ კორეის ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლებს უმასპინძლა და ახალი პროექტის „ინოვაციური ICT ინტეგრირებული საკლასო ოთახი“ დეტალები განიხილა. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით შეირჩევა საჯარო სკოლა, რომელიც თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიებით აღიჭურვება.

შეხვედრის ფარგლებში ვალერიან გობრონიძემ ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და დაგეგმილი პროექტის განხორციელებაში სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მინისტრის მოადგილის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახი ხელს შეუწყობს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და ცოდნის გაღრმავების პროცესს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში მასწავლებლები გადამზადდებიან სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგებით.

გრძელვადიანი პროექტის ბენეფიციარად საქართველო შეირჩა საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე