ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება.

წელს საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში, 200-ზე მეტ მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებენ. მათ შორის, ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიის დაუფლებასთან ერთად სთავაზობს სრული ზოგადი განათლების მიღებასაც. აღნიშნული პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულები სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ.

პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მთელი საქართველოს მასშტაბით.

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ - ვებგვერდზე - vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით არსებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

 #გახდიპროფესიონალი

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე