ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება დაიწყო

მთელი ქვეყნის მასშტაბით პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფო გორგოძესთან ერთად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განთავსებულ საგამოცდო ცენტრს ეწვია და ტესტირების პროცესს ადგილზე გაეცნო.

მინისტრის მოადგილემ აპლიკანტებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საგამოცდო ცენტრებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველებმა კომფორტულ და მშვიდ გარემოში შეძლონ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა.

ვალერიან გობრონიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიულ ტესტირებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობაზე. მისი თქმით, მათ წელსაც აქვთ შესაძლებლობა, მშობლიურ ენაზე გაიარონ პროფესიული ტესტირება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა პროფესიულ განათლებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობის მაჩვენებელი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 150-მდე აპლიკანტისთვის, გამოსაცდელთა საჭიროებების გათვალისწინებით, უზრუნველყო საგამოცდო სივრცის მოწყობა და მათთვის ხელსაყრელი საგამოცდო გარემოს შექმნა.

პროფესიული ტესტირება 6 სექტემბერს, 09:00 საათზე საბუნებისმეტყველო საგნების გამოცდით დაიწყო და 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მასშტაბით ჯამში 53 საგამოცდო ცენტრია გახსნილი, აქედან 4 თბილისში ფუნქციონირებს.

7 სექტემბერს პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველებს ტესტირება წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში ჩაუტარდებათ, ხოლო საბაზო ზოგადი უნარების გამოცდა 7-8 სექტემბერს გაიმართება.

წელს თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30 და გამოსაცდელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირებისთვის გამოყოფილი დრო შეადგენს 1 საათსა და 30 წუთს.

რაც შეეხება საბაზო ზოგად უნარებს, ტესტის მაქსიმალური ქულაა 50, ტესტურ დავალებებზე სამუშაოდ გამოყოფილი დრო კი 2 საათია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აპლიკანტებს მისცა შესაძლებლობა, ონლაინ რეჟიმში გაევლოთ საცდელი ტესტირება და სახლიდან გაუსვლელად გასცნობოდნენ პროგრამის მოხმარების თავისებურებებსა და ტესტური დავალების ნიმუშებს.

2022 წელს მიღება 600-ზე მეტ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზეა გამოცხადებული. პროფესიულ ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი 24 500-მდე აპლიკანტმა გამოთქვა. აქედან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებას უმაღლეს და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველი 9300-ზე მეტი აპლიკანტი გადის, ხოლო 2900-ზე მეტი აპლიკანტი საბაზო პროფესიულ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად აბარებს ზოგადი უნარების გამოცდას. რიგ პროფესიულ პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევა თავად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ხორციელდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე