ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მე-12 კლასის ექსტერნის გამოცდების თარიღები ცნობილია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მე-12 კლასში შემავალი საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების განრიგი დაამტკიცა. მე-12 კლასში შემავალი საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ, ელექტრონული ფორმით, სისტემის მიერ შერჩეულ სკოლებში.

გამოცდები 3-7 ოქტომბერს ჩატარდება შემდეგი თანმიმდევრობით:

  • ქართული ენა და ლიტერატურა – 3 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია – 13.00 საათი
  • მათემატიკა – 4 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია – 13.00 საათი
  • ისტორია – 5 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია – 13.00 საათი
  • სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება  – 6 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია –13.00 საათი
  • ინგლისური ენა – 7 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია – 13.00 საათი

გამოცდების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე