ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!‘‘ გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კომუნიკაციების კომისიამ და მედია აკადემიამ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის კონკურსი – „ნამდვილი თუ მოგონილი?!‘‘ გამოაცხადა, რომლის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.

სტუდენტებს კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა 29 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ექნებათ.

კონკურსის წესების თანახმად, სტუდენტებმა მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ის ყალბი ინფორმაცია (Fake News) უნდა აღმოაჩინონ, რომელიც ჯერ დადასტურებული არ ყოფილა. ამასთან, კონკურსანტებმა ამბის აღმოჩენის გზა უნდა წარმოადგინონ, გადაამოწმონ წყარო და პარალელურად დაადგინონ რეალური ფაქტები.

გამარჯვებულებს, რომლებსაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, საჩუქრად ულტრათანამედროვე პრიზები – I ადგილის მფლობელს iPhone 14 Pro, II ადგილზე გასულს HP-ს ლეპტოპი, ხოლო III ადგილის მფლობელს iPad 10.2 გადაეცემათ.

მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების კომისია გარდა პრიზებისა, გამარჯვებულ და სხვა წარმატებულ სტუდენტებს კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება. სტუდენტებს სერტიფიცირებული ტრენინგებით გადაამზადებს და კურსის გავლის შემდეგ მათ ტრენერის სტატუსს მიანიჭებს. ამასთან, მათ შესაძლებლობა ექნებათ, აქტიურად ჩაერთონ კომისიის მედიაწიგნიერების სხვადასხვა პროექტში და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სტუდენტებსა და მოსწავლეებს გაუზიარონ როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის პარალელურად კომუნიკაციების კომისია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში BBC Academy-ის მასალების გამოყენებით ტრენინგებს ჩაატარებს. სესიების ფარგლებში სტუდენტები შეიძენენ ცოდნას მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების გზების შესახებ. შეხვედრები კონკურსში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს საკონკურსო ნაშრომის მომზადებაშიც დაეხმარება.

კონკურსის წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ფეისბუქ გვერდსა და კომისიის და მედიაწიგნიერების ვებგვერდზე. 

კონკურსანტებმა 31 ოქტომბრის ჩათვლით საკონკურსო ნაშრომი შემდეგი ბმულის გამოყენებით უნდა გამოაგზავნონ: https://tinyurl.com/namdvilitumogonili .

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე