ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი „აისი“ ქართული ღვინის ფესტივალს შეუერთდა

საქართველოში ღვინის მასშტაბური ფესტივალი დაიწყო, რომელიც ქართული ღვინისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ახალი ფესტივალი სახელწოდებით „ღვინის დღეები საქართველოში“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით 26 ლოკაციაზე, 9 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე იმართება. მეღვინეობის დარგის პოპულარიზაციისა და პროფესიული განათლების ცნობადობის გაზრდის მიზნით ფესტივალს მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი „აისი“. კოლეჯში გამართულ ღონისძიებებში  მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ მიიღო.

ფესტივალის ფარგლებში კოლეჯის ტერიტორიაზე მეღვინე ფერმერების წარმოებული ღვინოების გამოფენა გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ღვინის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით დასწრებოდნენ მასტერკლასს და დაეგემოვნებინათ კოლეჯის მიერ ნაწარმოები ღვინო.

აღსანიშნავია, რომ კაჭრეთის მუნიციპალიტეტში მეღვინეობა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას და რეგიონის განვითარებისა და დასაქმების უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, მევენახეობა-მეღვინეობა პროფესიულ კოლეჯში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალობაა.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე