ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ილჰამ ალიევმა მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრა გამართა

ბაქოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უმასპინძლა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის განათლების სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებულ სამუშაო ვიზიტზე, რომლის დროსაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. ილჰამ ალიევის თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან მას ჰქონდა შესაძლებლობა, განეხილა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქვეყნებს შორის არსებულ  თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის და ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტი ისტორიულ მოვლენად შეაფასა.

მინისტრის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა, პროდუქტიული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვეყნებს შორის განათლების სფეროს ყველა საფეხურზე არსებული მჭიდრო პარტნიორობა, რაც ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე