ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა

10 ნოემბერს მსოფლიოში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება.  ამ თარიღის დაწესება მიზნად ისახავს საზოგადოებაში მეცნიერების როლის გაძლიერებას, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი მნიშვნელობის ხაზგასმას და ინოვაციური სამეცნიერო მიღწევების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და სამეცნიერო საზოგადოების მხარდაჭერა წარმოადგენს. ბოლო წლებში ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტი განხორციელდა.  მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის წევრი გახდა. შედეგად, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ულოცავს მეცნიერებს პროფესიულ დღეს, წარმატებებსა და წინსვლას უსურვებს მათ სამეცნიერო საქმიანობაში.

10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღედ 2001 წელს UNESCO-ს ეგიდით დაწესდა, მას შემდეგ საქართველო ყოველწლიურად უერთდება მსოფლიო ინიციატივას.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მეცნიერების საერთაშორისო დღე შემდეგი თემატიკით აღინიშნება: „ფუნდამენტური მეცნიერებები მდგრადი განვითარებისთვის“.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე