ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი: „თქვენი ხელისუფლების დროს საქართველოს ისტორიის საგანი სკოლებში გააუქმეთ და ჩვენ წელს აღვადგინეთ სამართლიანობა და საქართველოს ისტორია, როგორც დამოუკიდებელი საგანი, დავაბრუნეთ სასკოლო პროგრამაში‘‘

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დეპუტატის მიერ სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მიხეილ ჩხენკელი: „მსურს, გამოვეხმაურო ერთ-ერთ საკითხს, რომელიც ბატონმა როსტომმა დასვა სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით. მე საერთოდ მაინტერესებს, როგორ სვამთ ამ კითხვას, როდესაც თქვენი ხელისუფლების დროს საქართველოს ისტორიის საგანი სკოლებში გააუქმეთ და ჩვენ წელს, სექტემბერში აღვადგინეთ სამართლიანობა და საქართველოს ისტორია, როგორც დამოუკიდებელი საგანი, დავაბრუნეთ სასკოლო პროგრამაში თავისი სახელმძღვანელოთი.

ეს მინდოდა ხაზგასმით აღმენიშნა და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, ამ სასწავლო წელს დაბრუნდა საქართველოს ისტორია, როგორც დამოუკიდებელი საგანი სკოლებში.

საამაყო ამბავია, რომ ჩვენი მოსწავლეები დღეს საქართველოს ისტორიას დამოუკიდებელ საგნად შესაბამისი, ღირსეული სახელმძღვანელოთი შეისწავლიან, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს ჩვენმა საუკეთესო ისტორიკოსებმა და სპეციალისტებმა‘‘.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე