ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა.

მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ცენტრის თანამშრომლებს 20 წლის იუბილე მიულოცა და მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისთვის მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა პანდემიის პერიოდში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, როდესაც ქვეყნების უმრავლესობამ პანდემიის პირობებში უარი თქვა მსგავსი მასშტაბის გამოცდების ჩატარებაზე, ცენტრმა უმოკლეს დროში სრულიად შეცვალა გამოცდების ორგანიზების პრინციპი და თითქმის ყველა სესია ორჯერ ჩაატარა, რათა კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტებსაც ჰქონოდათ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცენტრის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევის შედეგად, სხვადასხვა უწყებასთან კოორდინაციით, ქვეყანაში გამოცდები იმ პერიოდისთვის მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა და თითოეული გამოსაცდელისთვის უზრუნველყო სრულფასოვანი და უსაფრთხო აკადემიური გარემო.

მიხეილ ჩხენკელმა საუბრისას საგამოცდო სისტემის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 2022 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა მასწავლებლებს. პირველად ჩატარდა არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგთათვის ორი ახალი გამოცდა – აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის და სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა საგნის გამოცდები. შედეგად, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა მიეცათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების თანამშრომლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების,  სკოლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე