ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უცხოელი ექსპერტების მიერ ადგილობრივი კოლეჯების მასწავლებლების გადამზადება მიმდინარეობას

პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი – „პროფესიული მასწავლებლების მობილობა‘‘ ხორციელდება, რომელიც უცხოელი ექსპერტების მიერ ადგილობრივი კოლეჯების მასწავლებლების გადამზადებას გულისხმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე თელავის კოლეჯ „პრესტიჟს“ ესტუმრა და პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

მინისტრის მოადგილემ უცხოელ ექსპერტებს მადლობა გადაუხადა ქართველი მასწავლებლებისა და სტუდენტების ხელშეწყობისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები  მნიშვნელოვანია როგორც პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის, ასევე, მასპინძელ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.

მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საერთაშორისო პროექტების განხორციელება ხელს უწყობს უცხოური გამოცდილების გაზიარებას, სიახლეების დანერგვას, სწავლა-სწავლების მეთოდის გაუმჯობესებას, სტუდენტებისა და მასწავლებლების პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და პროფესიული განათლებისა და კონკრეტული პროფესიების პოპულარიზაციას. 

პროფესიული მასწავლებლების მობილობის პროექტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სენიორ ექსპერტთა სერვისთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს  სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის ევროპული გამოცდილებისა და სტანდარტის გაზიარებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე