ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ მახარაშვილმა საჯარო სკოლების ინსტიტუციური თვითშეფასების განვითარების ქვეპროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური თვითშეფასების განვითარების ქვეპროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის კუთხით მიღწეული შედეგები განიხილეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

თამარ მახარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუბრისას სკოლების თვითშეფასების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ინსტიტუციური თვითშეფასების განხორციელება საქართველოში არსებული ყველა საჯარო სკოლის გამოწვევების შეფასების შესაძლებლობას იძლევა, რაც ავტორიზაციის პროცესის დაგეგმვის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საჯარო სკოლების ინსტიტუციური თვითშეფასების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვანი აქტივობები ჩატარდა. პროცესი გულისხმობდა საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მიერ დიაგნოსტიკური თვითშეფასების განხორციელებას ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით.

მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემაში პირველად განხორციელდა თითოეული საჯარო სკოლის კომპლექსური შეფასება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა დეტალური ინფორმაციის მიღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სასკოლო ინფრასტრუქტურა; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსები; ადმინისტრაციული პროცესები; მოსწავლეთა მხარდამჭერი ღონისძიებები; სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელება და სხვა. მონაცემთა ანალიზის შედეგად ასევე იდენტიფიცირდა სისტემური დონის ინტერვენციების საჭიროებები, რაც შემდგომში გახდება ზოგადი განათლების ხარისხის მიმართულებით ინტერვენციების დაგეგმვის საფუძველი.

შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, დონორი ორგანიზაციების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და რესურსცენტრების  წარმომადგენლებმა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე