ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამეცნიერო ზღაპრების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში მწერალთა სახლი აცხადებს სამეცნიერო ზღაპრების კონკურსს სახელწოდებით – „ფასკუნჯი“.  

სამეცნიერო ზღაპრების კონკურსის მიზანია ლიტერატურისა და მეცნიერების გადაკვეთის წერტილი მეცნიერებით დაინტერესების ერთგვარ იმპულსად აქციოს ბავშვებისათვის და ქართულ ლიტერატურულ, სახელოვნებო და საგამომცემლო სივრცეში დაამკვიდროს სამეცნიერო ზღაპრების მიმართულება.

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ზღაპრები ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია მოზარდებში მეცნიერების პოპულარიზაციისა და მათი სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებისთვის. სწორედ ამ მიზნით, კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნაწარმოებების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სკოლამდელი ასაკის ბავშვები და დაწყებითი კლასების მოსწავლეები. კონკურსის გამარჯვებული ნაწარმოებები 2023 წელს გამოიცემა ერთიანი კრებულის ან სერიის სახით, რომელიც საჩუქრად გადაეცემა სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, რომელთაც უფლება აქვთ, ითანამშრომლონ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან (მეცნიერები, ილუსტრატორები და სხვა) და მათთან ერთად შექმნან საკონკურსო ნაწარმოებები.

საკონკურსო განაცხადების მიღება 2023 წლის 12 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია, რომელიც გამარჯვებულებს გამოავლენს.

სამეცნიერო ზღაპრების კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ კონკურსის პირობები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე