ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ნუნუ მიცკევიჩმა კონკურსის „ქართული ანბანის ელჩები“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა კონკურსის „ქართული ანბანის ელჩები“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა და მათ წარმატებები უსურვა. აღნიშნული კონკურსი ქართული დიასპორის მოსწავლეებისთვის მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში  გაიმართა.

ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობის შეთავაზების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ისეთი პროექტები, როგორიცაა „ქართული ანბანის ელჩები“, მეცნიერების პოპულარიზაციასთან ერთად, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ქართული ანბანის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დედაენის სიყვარულის გაღვივებას უწყობს ხელს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლის ვიდეორგოლი ინდივიდუალური, საინტერესო და ემოციებით დატვირთული იყო.

ნუნუ მიცკევიჩმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო კონკურსის ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის,  სახელმწიფო ენის დეპარტამენტის და უცხოეთში არსებული ქართული საკვირაო სკოლების წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს.

ქართული დიასპორის მოსწავლეების ვიდეორგოლები სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ შეაფასა. კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი სანდრო რობაქიძე გახდა, მეორე ადგილი გიორგი ქავთარაძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი ალექსანდრე ბარამიძემ დაიმსახურა. ასევე გამოვლინდა ხალხის რჩეული მონაწილე სალომე მინდაძე, რომელიც Facebook-ის გვერდის მეშვეობით, ხმათა უმრავლესობით შეირჩა.

კონკურსის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზი და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

2022 წლის კონკურსში მონაწილეობა ქართული დიასპორის მოსწავლე-ახალგაზრდებმა მიიღეს არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან.

ღონისძიებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული სამეცნიერო ნახატების კონკურსის მონაწილე მოსწავლეების სამეცნიერო ნახატების გამოფენაც გაიმართა. ახალგაზრდებს სხვადასხვა საჩუქარი და სერტიფიკატები გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიის დასასრულს სტუმრების წინაშე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელაც წარდგა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდმა,  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა წმინდა საყდართან (ვატიკანში) ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ნანა მაჭავარიანმა, კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა და საზღვარგარეთ არსებულმა ქართულმა საკვირაო სკოლების წარმომადგენლებმა.

კონკურსი „ქართული ანბანის ელჩები“ თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით 2022 წელს უკვე მეორედ ჩატარდა. მის მიზანს წარმოადგენს უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში ქართული მეცნიერების პოპულარიზაცია, ქართული ანბანის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქართული ენის ცოდნის განმტკიცება და საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან მათი დაახლოება.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:

https://www.facebook.com/profile.php?id=100083914546175

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე