ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეების მიერ შექმნილი მაკეტის მიხედვით სამგორის რაიონში ახალი სკვერი მოეწყობა

თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ  შემუშავებული მაკეტის საფუძველზე სამგორის რაიონში ახალი სკვერი მოეწყობა.

სკვერის განაშენიანების პრეზენტაცია სამგორის რაიონის გამგეობაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა და სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ მიიღეს.

როგორც თამარ მახარაშვილმა საუბრისას აღნიშნა, მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარების კუთხით სკოლებში სწავლა-სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ მიზნით, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში  განსაკუთრებული აქცენტი კეთდება თანამედროვე მიდგომების გამოყენებაზე, რაც ახალგაზრდებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მოსწავლეების ცოდნითა და შრომით შექმნილი მაკეტის საფუძველზე რაიონში ახალი სკვერი მოეწყობა კიდევ უფრო აუმაღლებს ახალგაზრდებს მოტივაციას, შექმნან არაერთი ინოვაციური პროექტი და განახორციელონ სხვადასხვა ინიციატივა.

შეხვედრაზე  სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინეს. თავის მხრივ, სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში გამოიყოფა შესაბამისი ტერიტორია, სადაც სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. კერძოდ, პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე საპროექტო სამუშაოების დაგეგმარების ტენდერი ჩატარდება. ამის შემდეგ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მეორე ტენდერს გამოაცხადებს, რომელშიც გამარჯვებული კომპანია სკვერის განაშენიანების სამუშაოებს შეასრულებს.

სამგორის გამგეობაში გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ 108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

აღსანიშნავია, რომ სკვერის მაკეტი მოზარდებმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მათემატიკის საგანში კომპლექსური დავალების შედეგად გეომეტრიული ფიგურებისა და მათემატიკური გამოთვლების გამოყენებით შექმნეს. მოსწავლეები სკვერის განაშენიანების პროცესის ყველა ეტაპზე აქტიურად იქნებიან ჩართულნი.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების შეთავაზება, რომლის მიზანი შესასწავლი საკითხის ღრმად გააზრებას და ცხოვრებისეულ თემებთან დაკავშირებას გულისხმობს. დავალების შესრულების დროს მოსწავლე შემოქმედებით პროცესში მაქსიმალურად ერთვება და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით ახალი პროდუქტის შექმნაზეა ორიენტირებული. აღნიშნული მიდგომა, თავის მხრივ, მოზარდებში ცოდნის გაღრმავებისა და მრავალმხრივი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე