ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა პირველი სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან გამართა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე პროექტები, დაგეგმილი სიახლეები და სამომავლო გეგმები განიხილა.

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს განათლების სისტემის მხარდაჭერისა და ბოლო წლებში განხორციელებული არაერთი მასშტაბური პროექტისთვის.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს განათლების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტად მიუწვდებოდეთ ხელი ევროპული ხარისხის განათლებაზე საქართველოში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მშენებლობის საკითხებს, Horizon Europe-ის მნიშვნელობასა და Erasmus-ის პროგრამის გაფართოებას განათლების ყველა საფეხურზე, რათა პროგრამამ სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებებიც მოიცვას.

ორივე მხარემ ერთმანეთთან მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის სრული მზაობა გამოხატა როგორც მიმდინარე, ასევე ახალი პროექტების განხორციელების მიმართულებით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე