ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა მაქს ვებერის ფონდის დელეგაციასთან, რომელსაც ფონდის მმართველი დირექტორი ჰარალდ როზენბახი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა მაქს ვებერის ფონდსა და საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს – მათ შორის, საუბარი შეეხო საქართველოში მაქს ვებერის ფონდის ოფისის დაფუძნების საკითხს.

 

შეხვედრაზე გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ საქართველოსა და გერმანიას განათლების სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მაქს ვებერის ფონდთან თანამშრომლობა უფრო მეტად გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო კავშირებს და შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეცნიერებს, ევროპელ კოლეგებთან ერთად, განახორციელონ ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.

 

გიორგი ამილახვარის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა რეგიონის მასშტაბით საქართველოს, როგორც  განათლების მიზიდულობის კერად ჩამოყალიბების კუთხით და ამ საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მაქს ვებერის ფონდთან პარტნიორობა.

 

მაქს ვებერის ფონდი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთი უმსხვილესი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების კვლევებს როგორც გერმანიაში,  ასევე მის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ ფონდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  თერთმეტ ავტონომიურ ინსტიტუტს აერთიანებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე