ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.  მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა სებასტიან მოლინეუსს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს განათლების სისტემაში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის.

საუბრისას მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ორი პროექტი – „საქართველოს ადამიანური კაპიტალი“ და  „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“. გიორგი ამილახვარის თქმით, აღნიშნული პროექტები უმნიშვნელოვანესია განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების და გაძლიერების კუთხით.

მინისტრმა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავების სრული მზაობა გამოთქვა და განაცხადა, რომ პირადად იქნება ჩართული ერთობლივი პროექტების განხორციელების პროცესში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე