ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, პარლამენტის წინ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი ამილახვარი: „9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია – ეს არის დღე, რომელიც, უდიდეს ტკივილთან ერთად, ეროვნული სიამაყის საფუძველსაც ქმნის და ყველას უკეთესი მომავლის იმედს გვაძლევს.

ზუსტად 34 წლის წინ ამ დღეს მომხდარი ტრაგედია თითოეული ქართველისთვის თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ჩვენი ვალია, ერთობლივი ძალისხმევითა და შემართებით ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მოვუფრთხილდეთ უძვირფასეს მონაპოვარს – საქართველოს თავისუფლებას, რომლისთვისაც ჩვენმა თანამემამულეებმა თავი გაწირეს.“

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, საბჭოთა არმიამ დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო ათასობით მოქალაქე კი დაშავდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე