ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 19-21 აპრილს თბილისში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის, ENQA-ს წევრების ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო.

გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში საერთაშორისო ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი ამილახვარი: „ჩვენი მისწრაფება ევროპისკენ არის უცვლელი და დღევანდელი ფორუმი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა იმისა, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცე არის დიდი ევროპული საგანმანათლებლო ოჯახის ნაწილი.

სწორედ ამის ხაზგასმაა დღეს ENQA-ს ფორუმი, რომელიც თბილისში პირველად ტარდება. აქ ჩამოსულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხარისხის სააგენტოების თითქმის ყველა ხელმძღვანელი. ვიმსჯელებთ იმ გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებაზე, რომელიც დანერგილია ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე ვისაუბრებთ იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც დღეს საქართველოს განათლების სექტორში გვაქვს.“

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიღწევებზეც ისაუბრა და ცენტრის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის მოპოვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ფორუმის ფარგლებში ევროპის 32 ქვეყნის წარმომადგენლები – ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრის (EQAR), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ევროპის სტუდენტთა  ასოციაციის, ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები და მათი  თანამშრომლები განიხილავენ ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკასთან და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებსა და ტენდენციებს. 

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 25 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ENQA-ს სრული წევრის სტატუსი 5 წლის ვადით მიენიჭა. ENQA-ს შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სრულ შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან, სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) და სრულად აკმაყოფილებს ENQA-ს წევრობის ძირითად კრიტერიუმებს.

ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2021 წელს განხორციელდა. მათი შეფასებით, ცენტრის მიერ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, რითაც საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჰარმონიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის ერთიან სტანდარტებთან და პრინციპებთან მიმართებაში.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე