ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა სკოლის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრები დაიწყო.

პირველ სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც 150-მდე მასწავლებელი მონაწილეობდა,  მინისტრმა, სამუშაო ჯგუფის წევრებმა და პედაგოგებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწის საკითხები, სკოლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ზოგადი განათლების განვითარების ჯგუფი აქტიურად მუშაობს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. ჯგუფს თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, კოორდინაციას კი – ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია უწევს.

სკოლის პედაგოგებთან აქტიური კომუნიკაცია გაგრძელდება და შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე