ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს უმასპინძლა. მინისტრმა ელჩს სისტემაში დაგეგმილი სიახლეები და საკუთარი ხედვები გააცნო და მასთან ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე და განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები განიხილა.

გიორგი ამილახვარმა მარკ კლეიტონს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ნაყოფიერი პარტნიორობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლობის მექანიზმებზე. ამასთან, განიხილეს დისტანციური/ონლაინ სწავლების ახალი კონცეფციის შექმნის საკითხები და ერთობლივი და ორმაგი პროგრამების აქტიური დანერგვა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

შეხვედრის ბოლოს, ბრიტანეთის ელჩმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების სრული მზადყოფნა გამოთქვა და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობა კიდევ უფრო გააქტიურდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე