ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა USAID საქართველოს მისიის დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს საქართველოში ჯონ პენელს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გიორგი ამილახვარმა ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს განათლების სისტემის განვითარების საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე და ჯონ პენელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც განათლების ყველა საფეხურებზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად USAID-ის მხრიდან ჯამში, 55 699 880 ამერიკული დოლარია გამოყოფილი.

გიორგი ამილახვარმა ჯონ პენელს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო. თავის მხრივ, USAID საქართველოს მისიის დირექტორმა მინისტრს დაგეგმილი პროექტების განხორციელების საქმეში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

მხარეები არსებული და ახალი საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე