ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელთან, ნიკ ბერესფორდთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილა.

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ნიკ ბერესფორდს მრავალწლიანი პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

შეხვედრაზე მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების მხარდაჭერაზე. გიორგი ამილახვარის თქმით, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობა ­– მინისტრმა სტუმარს ის მექანიზმები გააცნო, რომლის  შეთავაზებასაც კერძო სექტორისთვის აპირებს.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა, თავის მხრივ, მხარდაჭერა აღუთქვა მინისტრს პროფესიული განათლების განვითარების საქმეში და  ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე