ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა  ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან ალექსანდრა ვაკროსთან და ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელთან სტივენ ჯონსთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის არსებობის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ შემდგომ პროექტებზე მუშაობის პროცესში სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება, რათა უფრო ეფექტიანად მოხდეს ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება.

თავის მხრივ, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს გიორგი ამილახვარს თანამშრომლობისთვის და განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების საქმეში. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და გაცვლას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე