ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, განათლების სხვადასხვა საფეხურზე არაერთი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის უნივერსიტეტებს შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გამყარებას, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებასა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებას. შეხვედრის მონაწილეებმა ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს და პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობები განიხილეს.

თავის მხრივ, თურქეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები და თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოთქვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე