ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“ დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, ფინალისტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და პირველ ადგილზე გასული მოსწავლე და მისი მასწავლებელი პირადად დააჯილდოვა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს და მოსწავლეების წახალისების კუთხით მათთვის საგანმანათლებლო-სამეცნიერო აქტივობების, სხვადასხვა კონკურსისა და მრავალფეროვანი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, მსგავსი სახის ინიციატივები და სასწავლო პროცესში არაფორმალური განათლების კომპონენტების გაძლიერება ხელს უწყობს მოზარდებში მრავალმხრივი – წერითი, აზროვნების, სოციალური, შემეცნებითი და სხვა საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

 

2023 წლის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები გახდნენ:

 

I ადგილი –  სკოლა “აიბი მთიების” მოსწავლე ალექსანდრე გუგუნავა

 

II ადგილი – აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ოსიძე

 

III ადგილი – ქალაქ ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ კაპანაძე

 

აღსანიშნავია, რომ კონკურსის მონაწილე 32 მოსწავლის მიერ შექმნილი ნაშრომები, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ცალკე კრებულად გამოიცემა.

კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“, ფილოლოგიის დოქტორისა და პედაგოგის, გია მურღულიას ინიციატივით, უკვე მერვე წელია მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეებისთვის იმართება და მის მთავარ მიზანს განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენა, მათი პოტენციალის წარმოჩენა და საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობა წარმოადგენს.

 

ამასთან, კონკურსი ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლისა და წიგნიერების მიმართ ინტერესის ამაღლებას და ჰუმანურ ღირებულებებზე ორიენტირებული, სამოქალაქო, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე