ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარი საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ესტუმრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს (SANGU) ეწვია. მინისტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, შეხვდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და მათთან ერთად უნივერსიტეტში  მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარმა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სრულუფლებიან წარმომადგენელთან, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობთან, უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ირაკლი ბრაჭულთან, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან ერთად, საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტების ერთობლივი კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მიმდინარე პროცესს პირადად გაეცნო.

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს.

ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში SANGU-ს სტუმრობს დელეგაცია პარტნიორი უნივერსიტეტიდან: კევინ კირბი (Kevin Kirby) ინფორმატიკის კოლეჯის დეკანი, სიუზან ბრუდვიგი (Susan Brudvig) კომპიუტინგისა და ანალიტიკის სკოლის ასოცირებული ხელმძღვანელი, ი ჰუ (Yi Hu) კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, რასიბ ხანი (Rasib Khan) და ტონი ცეცე (Tony Tsetse) კიბერუსაფრთხოების პროგრამის ასოცირებული პროფესორები.

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე