ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებელთა მხარდაჭერისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მუშაობა გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა მხარდაჭერისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აგრძელებს აქტიურ მუშაობას.

ამჯერად, სამინისტროს ინიციატივით, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის #241 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლები პრაქტიკოსის სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ და მათ კიდევ რამდენჯერმე მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლებისთვის დამატებით შეთავაზებული იქნება მოსამზადებელი კურსები, როგორც საგნობრივი ცოდნის გაღრმავების, ასევე ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების მიმართულებით. ამასთან, ცვლილებების შესაბამისად, ისინი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ისარგებლებენ დადგენილებით გათვალისწინებული იმ პირობებით, რითაც პრაქტიკოსი მასწავლებლები სარგებლობდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს მასწავლებელთა პორტფოლიოების შეფასების პროცესს, რომელიც ზაფხულში დასრულდება. შეფასების შედეგების საფუძველზე მასწავლებლებს შესაბამისი (წამყვანის ან მენტორის) სტატუსი 2023 წლის 1 სექტემბრამდე მიენიჭებათ.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე