ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა ევროკომისიის განათლებისა და კულტურის დირექტორატის გენერალურ დირექტორთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ბელგიაში სამუშაო ვიზიტი გრძელდება. მორიგი შეხვედრა მინისტრმა ევროკომისიის განათლებისა და კულტურის დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, თემის ქრისტოფიდუსთან გამართა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიის წარმომადგენელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში განათლებისა და მეცნიერების კუთხით განხორციელებული პროექტების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე გიორგი ამილახვარმა განიხილა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებში ქართველი სტუდენტებისთვის იმავე სწავლის საფასურის  შეთავაზების შესაძლებლობები, რითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტები სარგებლობენ.

მხარეებმა საქართველოსთვის, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყნისთვის, Erasmus + პროგრამის ყველა კომპონენტის ხელმისაწვდომობის საკითხი განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. მინისტრმა ევროკომისიის წარმომადგენელს დაუდასტურა სრული მზაობა Erasmus+ პროგრამის ყველა კომპონენტის განხორციელებისთვის საჭირო ვალდებულების აღების მიმართულებით.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპის სტუდენტური ბარათების ინიციატივასა (ESCI) და ევროპული უნივერსიტეტების ალიანსებში ჩართულობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივები, რომელიც Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს ქართველ სტუდენტებს, ევროპელ თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობაში.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ გაგზავნილ განაცხადს ევრიდიკეს ქსელში (Eurydice Network) გაწევრიანების შესახებ. გიორგი ამილახვარის  განცხადებით, Eurydice Network-ის წევრობა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შედეგად გახდა შესაძლებელი და ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვის კუთხით.

მინისტრმა განათლების ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში კიდევ უფრო მეტი მექანიზმი შეიქმნება, ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ერთობლივი ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების კუთხით.

საუბრისას თემის ქრისტოფიდუსმა საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში ჩართულობის სრული მზაობა გამოთქვა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე