ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  დოკუმენტს ხელი მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა და WISE პროგრამის დირექტორმა ნინო ჭელიძემ მოაწერეს. მხარეებმა მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მემორანდუმის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მერსი ქორფსი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ზოგადი და პროფესიული განათლების სფეროში  ქალთა უსაფრთხოებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით ერთობლივ პროექტებსა და  პროგრამებს განახორციელებენ. კერძოდ, ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: გენდერული თანასწორობისა და უსაფრთხოების პრინციპების ხელშეწყობა; ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება; ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრის ხელშეწყობა; 

აღსანიშნავია, რომ WISE („ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“) წარმოადგენს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილ პროგრამას, რომელსაც აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში  მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ახორციელებს.

პროგრამის მიზანია როგორც ქალთა უფლებებზე მომუშავე საზოგადოების მხარდაჭერა, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის (GBV) და ძალადობრივი ექსტრემიზმის (VE) საკითხებზე თემში ცნობიერების ამაღლება. ასევე, რეაგირება ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის ისეთ ფორმებზე, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს გენდერულ თანასწორობასა და ინკლუზიურ, დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებაზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე