ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან იენს ბრანდენბურგთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქართულ-გერმანული ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით განათლების ყველა საფეხურზე არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდა. გიორგი ამილახვარის თქმით, სამაგალითოა საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა, მათ შორის აღსანიშნავია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის არსებული პარტნიორობა.

თავის მხრივ, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მან იმედი გამოთქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი დადებითად გადაწყდება. გარდა ამისა, იენს ბრანდენბურგმა მინისტრს საქართველოს სამეცნიერო სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ კვლევით სივრცესთან უფრო მეტად დაახლოების საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა.

საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის საგრანტო პროგრამა „Horizon Europe“-ის ფარგლებში ქართველი და გერმანელი მეცნიერების თანამშრომლობის საკითხებს, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პარტნიორობის გასაღრმავებლად.

შეხვედრის შემდეგ, სამინისტროში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ  სამეცნიერო  ფონდსა და გერმანიის კვლევით ფონდს  (DFG)  შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე