ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებში ინგლისური ენის სწავლა-სწავლების გაძლიერების მიზნით „მშვიდობის კორპუსი (Peace Corps)“ საქართველოს ოფისთან მემორანდუმი გაფორმდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „მშვიდობის კორპუსი (Peace Corps)“ საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა და „მშვიდობის კორპუსი“ საქართველოს ოფისის დირექტორმა ჯეფრი გოვეიამ.

მემორანდუმის ძირითადი მიზანია საქართველოს რეგიონების სკოლებში ინგლისური ენის სწავლა-სწავლების პროცესის გაძლიერება და ხელშეწყობა.

შეთანხმების თანახმად, „მშვიდობის კორპუსის“  მოხალისეები იმუშავებენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და დაეხმარებიან ინგლისური ენის ადგილობრივ პედაგოგებს. მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხალისეები ასევე ხელს შეუწყობენ პროფესიული კოლეჯების და რესურსცენტრების თანამშრომლებს, სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებასა და პროფესიული უნარების განვითარებაში.

მშვიდობის კორპუსთან საქართველო 2001 წლიდან თანამშრომლობს. ამ ხნის მანძილზე, უკვე 1000-მდე ინგლისური ენის მოხალისე პედაგოგი მსახურობდა საქართველოს  საჯარო სკოლებში.

„მშვიდობის კორპუსი“ 1961 წელს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ კენედის მიერ მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის მხარდასაჭერად დაარსდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები, ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მუშაობენ სკოლებში, არაკომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციებში, მეწარმეებთან, ახალგაზრდების განვითარების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში, მასპინძელი თემის განვითარების მიზნით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე