ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა ფრანგული ინსტიტუტის დირექტორ კამი ნორასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორ კამი ნორასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა. 

გიორგი ამილახვარმა განათლების სისტემის განვითარების კუთხით ხაზი გაუსვა ფრანგულ მხარესთან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საფრანგეთის მთავრობისა და საელჩოს მხარდაჭერით საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტი ხორციელდება.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის გაფართოების ხელშეწყობაზე იმსჯელეს. კერძოდ, საუბარი შეეხო პროგრამების დამატებისა და ასევე, საქართველოში დამოუკიდებელი ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის დაფუძნების საკითხებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, ალექსანდრა რიხტერი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ატაშე ლინგვისტური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხებში, ქეთევან ქურციკიძე.

პროექტი „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ 2018 წლიდან ხორციელდება და ის წარმოადგენს მხარეთა ინსტიტუციურ თანამშრომლობას უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და საქართველოში ფრანგული დიპლომის გაცემას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე