ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული ისტორიული კორპუსი გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული მეორე სასწავლო კორპუსი გახსნა, განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

გიორგი ამილახვარი: „დღეს დავათვალიერეთ სრულად რეაბილიტირებული და განახლებული სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორიული შენობა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ლაბორატორიებით, აუდიტორიებითა და ხელსაწყოებით – ყველაფრით, რაც საჭიროა თანამედროვე სამედიცინო განათლებისთვის.

სამედიცინო უნივერსიტეტს ნამდვილად ძალიან მაღალი თამასა უჭირავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, მთელი რეგიონის მასშტაბით. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს უნივერსიტეტების განვითარებას და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელების მხარდაჭერას, როგორც აკადემიური, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

მსურს, უნივერსიტეტის თანამშრომლებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და განსაკუთრებით სტუდენტებს წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვო განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის აკადემიურ გარემოში.‘‘

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო, უნივერსიტეტის ყველაზე ძველი კორპუსია.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში  ასევე გარემონტდა პირველი სასწავლო კორპუსის ფასადი, აშენდა და მოეწყო კაფეტერია.

უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ფუნქციონირებს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, რომელიც 2013 წლიდან ემორის (ატლანტა, აშშ) უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება, ასევე, სამი სასწავლო დეპარტამენტი და „სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი“.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე