ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარი ედინბურგში მიმდინარე უმაღლესი განათლების კონფერენციაში “Going Global 2023” მონაწილეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგში იმყოფება.

მინისტრი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით მიმდინარე უმაღლესი განათლების კონფერენციაში სახელწოდებით “Going Global 2023” მონაწილეობს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრები და ლიდერები უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

უმაღლესი განათლების კონფერენცია დიდი ბრიტანეთის განათლების მინისტრმა ჯილიან კიგანმა გახსნა და მის ფარგლებში სხვადასხვა თემაზე პლენარული სესიები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გიორგი ამილახვარმა მიიღო.

ედინბურგში ვიზიტისას მინისტრი შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებთან და განათლების ლიდერებთან გამართავს.
#GoingGlobal2023

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე