ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა ევროკომისიისა და გაეროს პროექტების მართვის ოფისის (UNOPS) წარმომადგენლებთან პროექტის „ევროპული სკოლა – თბილისი“ დეტალები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ევროკომისიის გუნდის „ინკლუზიური საზოგადოება“ ლიდერს, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენელ კრისტოფ მასონს, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენელ კორინ დელეუს, გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ავსტრიის მულტი-ქვეყნის ოფისის (MCO) დირექტორს, ფრეია ფონ გრუტის და სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა.

მინისტრმა ევროკომისიისა და UNOPS-ის წარმომადგენლებთან ევროკავშირისა და სამინისტროს ერთობლივი პროექტის „ევროპული სკოლა – თბილისი“ მიმდინარეობის დეტალები და სამომავლო გეგმები განიხილა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის, როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე აკადემიურ მიმართულებებზე იმსჯელეს. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში გრძელდება აქტიური მუშაობა და პროცესის სისტემური მონიტორინგი.

ევროკომისიისა და გაეროს პროექტების მართვის ოფისის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს პროექტის მიმდინარეობა და განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობის კუთხით სამინისტროსთან თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოთქვეს.

აღსანიშნავია, რომ „ევროპული სკოლა - თბილისი“ სამინისტროსა და ევროკავშირის ერთობლივი უნიკალური პროექტია, რომელსაც ახორციელებს გაეროს პროექტების მართვის ოფისი (UNOPS). ეს იქნება პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაარსდება.

საერთაშორისო ევროპული სკოლის მშენებლობა თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. შენობა ევროკავშირის სტანდარტებით იგება. 26,090 კვადრატულ მეტრზე განლაგებული სასწავლო კომპლექსი მოიცავს სკოლისა და საერთო საცხოვრებლის შენობებს, რაგბის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ბიბლიოთეკასა და სხვა საგანმანათლებლო სივრცეებს. სკოლის კომპლექსის დიზაინი, თავისი მრავალფეროვანი და მოქნილი სასწავლო გარემოთი, საქართველოში სკოლების თანამედროვე დიზაინის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. ევროპული სკოლის დახურული და გარე სასწავლო სივრცეები მოსწავლეებს უამრავ შესაძლებლობას მისცემს, ისწავლონ, იცხოვრონ და თავისუფალი დრო ერთად, ჯანსაღ საგანმანათლებლო გარემოში გაატარონ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე