ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კუთხით კონკურსის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ღონისძიების ორგანიზატორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.

გიორგი ამილახვარი: „ჩვენი მთავრობისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, პრიორიტეტული მიმართულება არის პროფესიული განათლება და მისი კიდევ უფრო განვითარება, პოპულარიზაცია და ხელის შეწყობა.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად გამოვავლენთ

საუკეთესო სტუდენტს, საუკეთესო მასწავლებელს, საუკეთესო პროგრამასა და ბიზნეს პარტნიორს.

ეს კონკურსი არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ყველას აქვს ხარისხიანი განათლების მიღების და დასაქმების შესაძლებლობა. დღეს საუკეთესო სტუდენტის წოდება 63 წლის ადამიანმა მიიღო და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ პროფესიულ განათლებას არ აქვს ასაკი.

მივესალმები მსგავსი ინიციატივების განხორციელებას. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კიდევ უფრო მეტად დაუჭერს მხარს ასეთ ღონისძიებებს და მომავალშიც გააგრძელებს პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას“.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის კონკურსში გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ:

წლის პროფესიული განათლების სტუდენტი გახდა კოლეჯ ,,ბლექსის“ მეფუტკრეობის პროგრამის სტუდენტი ზებურ ბოლქვაძე, წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის წოდება დაიმსახურა კოლეჯ „ბლექსის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა ვლადა ხიმენკომ, კოლეჯი „მერმისი“, პროგრამით - სამკერვალო წარმოება, 2023 წლის პროფესიული განათლების პროგრამად დასახელდა, ხოლო წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის ჯილდო კომპანია „ბკ ქონსთრაქშენს" გადაეცა.

ღონისძიების ფარგლებში, ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, საქართველოს პარლამენტმა, პროფესიული უნარების სააგენტომ და ისრაელის საელჩომ საქართველოში ფინალისტებს სპეციალური პრიზები გადასცეს.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ ლ. დანიგანმა, ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადიმ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა მარიამ ლაშხმა და პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ქიტიაშვილმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ათასწლეულის ფონდის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული განათლების სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით 2017 წლიდან იმართება. მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე