ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან მარკ კლეიტონთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან მარკ კლეიტონთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, უმაღლესი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა მარკ კლეიტონს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ბოლო წლებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ტრანსნაციონალური განათლების კვლევას საქართველოში, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. კვლევა მიზნად ისახავს ბრიტანულ-ქართული თანამშრომლობის განვითარებას უმაღლესი განათლების სექტორში.

ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს განათლების მსოფლიო ფორუმის დეტალები, რომელიც მიმდინარე წლის მაისის თვეში ლონდონში გაიმართება.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა გიორგი ამილახვარს მადლობა გადაუხადა  ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ დაუდასტურა ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მზაობა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის საბჭოს სამხრეთ კავკასიის მისიის ხელმძღვანელი ზაზა ფურცელაძე.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე